მსახიობ ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა და გადაწყვეტილება 18 თებერვალს გამოცხადდება

მსახიობ ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა და გადაწყვეტილება 18 თებერვალს გამოცხადდება.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.

მსახიობს შსს 9 იანვარს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, 112-ის სამეთვალყურეო კამერების გამოკვლევამ აჩვენა, რომ აქციაზე გზის გადასაკეტად ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო. მისივე თქმით, კადრებში ჩანს ანა ტყებუჩავა გზის სავალ ნაწილზე. დაცვის მხარე სამართალდარღვევათა ოქმს არ ეთანხმება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამაზე რეგისტრაცია 10 თებერვალს დასრულდება
შემდეგი სტატიაNGO-ები: შევისწავლეთ პროტესტის სამი მონაწილის საქმე, ეჭვია, ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს