ზურაბ ტყემალაძის განცხადებით კოალიცია „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად დაშლილია

"მილი თუ კარგად დატვირთული არ არის შეიძლება გაფუჭდეს კიდეც" - ზურაბ ტყემელაძე "გაზპრომზე" საუბრობსსაქართველოს პარლამენტის ფრქაცია „მრეწველების“ერთ-ერთი წევრის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით კოალიცია „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად დაშლილია.
მისივე თქმით, „მრეწველები“ იმ პირობას და წესდებას ამ დრომდე ინარჩუნებენ, რაც თავის დროზე გაფორმდა.
„კოალიცია პრაქტიკულად დაშლილია. „ფორუმი“ გავიდა კოალიციიდან, „რესპუბლიკელები“ გავიდნენ კოალციიდან, ალასანიას პარტია დიდი ხანია გასულია. „რესპუბლიკელები“ თავიანთი ქმედებით კოალიციიდანაც გასულები არიან და უმრავლესობიდანაც… ჩვენ უმრავლესობიდან გასულები არ ვართ, ვინარჩუნებთ იმ პირობასა და წესდებას, რაც ბლოკმა თავის დროზე გააფორმა“-განაცხადა ტყემალაძემ.
მანანა კობახიძის განცხადებით კი, არც „მრეწველებისგან“, არც „რესპუბლიკელებისგან“ არც „კონსერვატორებიდან“ კოალიციიდან გასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ შესულა.

banner
წინა სტატიაში“ვერ გავჩუმდები, როდესაც ევროკავშირს ადოლფ ჰიტლერის პროექტს ადარებენ
შემდეგი სტატია(video) ჯამალას სწორი არჩევანი