(video)მრეწველები პარტიის გაყიდვით არ გამოვირჩევით

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის შვილი გიორგი ტყემალაძე შესაძლოა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ვიხილოთ.
როგორც ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ “ტვ.პირველის” ეთერში განაცხადა, შესაძლოა ამ გადაწყვეტილებით “ოცნებასა” და “მრეწველებს” შორის პრობლემა მოიხსნას.

ეს კითხვა გრიგოლიამ ზურაბ ტყემალაძეს პირდაპირ ეთერში ჰკითხა, რაზეც უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ “ამის შემოთავაზება მისთვის არავის უკადრებია”.

“მრეწველები პარტიის გაყიდვით არ გამოვირჩევით, ჩემი შვილის სიაში ჩასმა არავის შემოუთავაზებია, არავის უკადრებია. ჩვენ ძალიან წარმატებული პარტია ვართ. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი კი ამბობს, რომ 2008 წელს ბარიერი ვერ გადავლახეთ, თუმცა ამ წელს გაყალბებების დიდი კასკადი იყო. 99 წლიდან რაც კი არჩევნები ჩატარებულა ჩვენ კვალიფიციური პარტიის სტატუსს ვინარჩუნებთ”- აღნიშნა დეპუტატმა.

https://youtu.be/-8BEjH9FxXU

 

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3157 ლარი გახდა
შემდეგი სტატია“ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ ნიშნავს რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას“