“მრეწველები” ნინო ბურჯანაძის ინიციატივას უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით მხარს უჭერენ

news
ავტ.: news აგვისტო 15, 2016 15:17

“მრეწველები” ნინო ბურჯანაძის ინიციატივას უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით მხარს უჭერენ

„მრეწველები“ ნინო ბურჯანაძის ინიციატივას საქართველოს უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით მხარს უჭერენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ტყემალაძემ განუცხადა.

„ნინო ბურჯანაძის ინიციატივას, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უბლოკო, ოღონდ არა კონსტიტუციით განსაზღვრული, ვუჭერ მხარს. გოგი თოფაძეს არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ ჩვენი ქვეყანა არცერთ სამხედრო ბლოკში არ უნდა იყოს გაერთიანებული, იმიტომ რომ ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, კარგს არაფერს მოგვიტანს. ნინო იძახის, რომ არცერთი ქვეყნის სამხედრო ჯარი არ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში, ამაში ვეთანხმებით. მაგრამ ბუნებრივია, კონსტიტუციაში ეს არ უნდა იწერებოდეს“,- აღნიშნა ტყემელაძემ.

news
ავტ.: news აგვისტო 15, 2016 15:17