მრცხვენია, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ მას ხმა მივეცი – მეუფე სტეფანე ზურაბიშვილზე

“ლაპარაკობენ ეხლა იმაზე, მედიის თავისუფლებაზე, ამ დროს, ვინც მათ ემსახურება მხოლოდ იმათზე ლაპარაკობენ, თორემ ვინც სხვანაირად ლაპარაკობს, იმათ თავისუფლებაზე არავინ არ ამბობს. არაფერი არავის ისეთი არ გაუკეთებია, რაც იმათ არ გაუკეთებიათ, გაცილებით მეტად იცავენ ყველა სტანდარტს, მაგრამ ისინი უნდა დაიხურონ. გამოდის უმაღლესი მხედართმთავარი და ამბობს, რომ უნდა დაიხუროს ტელევიზიები, ცოტა ისე რა, მთლად ისე არა, დაახლოებით ესე ლაპარაკობს. მე მრცხვენია, ბოდიშს ვუხდი ჩვენს საზოგადოებას, რომ მე მას ხმა მივეცი. ეს არის ჩემი სირცხვილია, ვერ გავითვალისწინე, რომ შედეგი რა იქნებოდა. სხვისთვის არავისთვის ასეთი მიმართულებით არ მიმიცია ხმა, ამას მივეცი თითქოს და რაღაც, ნუ რა ვიცი… წმინდა ნინოს გზაზე ავიდა, ჯვარი ეჭირა და ვიფიქრე, რომ ესეთი რაღაც, კი ბატონო… მერე დღეს დაიწყო უკვე ლაპარაკი, რომ ესე იგი, საჭირო არის გეიპარადები და ფერად-ფერადი ცხოვრება. ეს ფერად-ფერადი ცხოვრება იმ 12 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ აუცილებლად ეს უნდა ვაღიაროთ და ყველა ვინც ხმას ამოიღებს, უნდა მოიშთოს. ეკლესიის მიმართაც არის ეს. ეკლესია არასოდეს არ შეეგუება.” – თქვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს და საქმეზე დაკავებულ კიდევ 7 პირს პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაანტიქრისტიანულ დიქტატურას ამყარებენ და ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია – მეუფე სტეფანე