“მრცხვენია! ამას არავითარი გამართლება არ აქვს” – უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსი დეპუტატების ყოფნას არანაირი გამართლება არ აქვს:

„ის რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხდება ჩემთვის სრულიად მიუღებელია. მრცხვენია! ამას არავითარი გამართლება არ აქვს. ალბათ უნდა მცოდნოდა მაგრამ არ ვიცოდი, რომ ასამბლეა პარლამენტის შენობაში იმართებოდა. ჩემდა სამარცხვინოდ გუშინდლამდე არც ის ვიცოდი რომ მას ეს რუსი დეპუტატი გავრილოვი ხელმძღვანელობდა!“- წერს თამარ ხულორდავა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის შენობაში გავრილოვის ყოფნა არის ქვეყნის სირცხვილი – გოცირიძე
შემდეგი სტატიაივანიშვილი: დაუშვებელია, პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი რაიმე სახის ფორუმს ხელმძღვანელობდეს