მრავალი სახლის ფანჯარაში ანთებული სანთელი მეტყველებს, რომ უფალი ჩვენთან უნდა იშვას

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაბადებიდან 82 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.სამების საკათედრო ტაძარში, საშობაო ლიტურგიის ბოლოს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ მრევლს შობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა. მისი თქმით, მრავალი სახლის ფანჯარაში ანთებული სანთელი მეტყველებს, რომ უფალი ჩვენთან უნდა იშვას.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ქრისტეშობის დღეს. ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანის გულში იშვას ქრისტე.

დღეს განსაკუთრებული დღეა. მრავალი სახლის ფანჯარაში ანთებული სანთელი იყო, რომელიც მეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალი ჩვენთან უნდა იშვას.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა. ჩვენთან არს ღმერთი!“, – აღნიშნა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშიქვეყანა უფლისა და ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი შობის სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო