„მრავალეროვანი საქართველო“ პრემიერ-მინისტრსა და საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიასა და საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მოძრაობა ითხოვს დამკვირვებლებსა და მათ გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირებზე არ გავრცელდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის N670-ე დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვები.

„საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიასა და საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს, რომ მიმდინარე წლის 21-22 ნოემბერს, არჩევნების მონიტორინგის პროცესებში გამონაკლისი დაუშვან. ჩართულ დამკვირვებლებსა და მათ გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირთათვის, რათა მათზე არ გავრცელდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის N670-ე დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვები, რიგ ქალაქებში და მეორე ტურზე დაკვირვების განმავლობაში შეძლონ დაუბრკოლებლად გადაადგილება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა