მფრინავი “რობოტი-მწყემსი” თვითმფრინავებს ჩიტებისგან გზას გაუნთავისუფლებს

ბრიტანელი და კორეელი სწავლულების ახალი გამოგონება “რობოტი-მწყემსი” საშუალებას იძლევა ფრინველების გადაფრენა მართოს და თვითმფრინავები ჩიტების შეჯახებისგან დაიცვას. დრონს შეუძლია აეროპორტიდან ან საჰაერო კორიდორიდან ფრინველების გუნდი გადარეკოს ისე, რომ მათ ტრავმა არ მიაყენოს და გუნდიც არ დაშალოს.
“საჰაერო მწყემსი” დაფრინავს ტრაექტორიით, რომელიც ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებმა გამოითვალეს. დრონმა წარმატებით გაიარა გამოცდა სამხრეთ კორეაში, ქალაქ ტეჯონში, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მეხუთე ქალაქია.

ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ ბრიტანეთში ყოველწლიურად თვითმფრინავის და ჩიტების დაჯახების 1500 შემთხვევაა. ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ პილოტი იძულებულია უახლოეს აეროპორტში დასვას თვითმფრინავი, რომ მიყენებული დაზიანება შეაფასოს. შესაბამისად, მგზავრები ალტერნატიულ რეისზე გადაყავთ ავიაკომპანიის ხარჯზე, რაც მილიონობით დოლართან არის დაკავშირებული.

რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად აეროპორტები იყენებენ საჰაერო შაშხანებს, ლაზერებს და სხვა საშუალებებს, რომელსაც ჩიტების ტრავმირება შეუძლია, შესაძლებელია, სიკვდილიც.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის აერონავტიკის კათედრის მეცნიერებმა ჩიტების გუნდის მოძრაობის მათემატიკური მოდელი შეიმუშავეს რომ გაეგოთ როგორ ერთიანდებიან და ინარჩუნებენ წყობას, როგორ რეაგირებენ საშიშროებაზე და ამაზე როგორ აცნობებენ გუნდის სხვა წევრებს. ამ მოდელით შეიქმნა ალგოროთმი, რომელიც იდეალურ ტრაექტორიას ითვლის, რომლის მიხედვითაც დრონს ფრინველების განდევნა შეუძლია დაცული კორიდორებიდან.
ექსპერიმენტმა კარგი შედეგები აჩვენა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიბანაკი უდაბნოში: ამერიკელ ბავშვებს სკოლებში მასობრივი მკვლელობებისთვის წვრთნიდნენ
შემდეგი სტატიაბასიანი მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს