მოზარდს, რომელსაც ბათუმში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

მოზარდს, რომელსაც ბათუმში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ბებიასთან ერთად კარანტინში იმყოფებოდა, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმში ინფიცირებულის მკურნალობის საშუალება არის, თუმცა პაციენტის ოჯახი თბილისშია. შესაბამისად, მათ ბავშვის დედაქალაქში გადაყვანა გადაწყვიტეს.

„ბავშვს დაუდგინდა კორონავირუსი. მას აქვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა კარანტინში. იგი თბილისში გადაიყვანეს, რადგან თბილისში ცხოვრობს ოჯახი და მათ ისურვეს გადაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ბათუმში მკურნალობის საშუალება“, – განაცხადა მიქელაძემ.

მინისტრის განცხადებით, ბათუმში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული რვა პაციენტი რჩება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიათელავის რეფერალურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ