მოზარდს მატარებელი დაეჯახა

მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდს მატარებელი დაეჯახა.

მოზარდი იაშვილის საავადმყოფოშია გადაყვანილი და როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი, რომელიც დაახლოებით 12 წლისაა, მძიმე მდგომარეობაშია.

„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ მატარებელი, რომელიც მოზარდს დაეჯახა, ფოთიდან მოდიოდა. კომპანიაში სხვა კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც შსს-ში განაცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე მთავრობას ინიციატივით მიმართავს, დავით გარეჯი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდეს
შემდეგი სტატიასაჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა ქალაქი ჭიათურა აკურთხა