მოზარდმა ეინშტეინს და ჰოკინსს გაუსწრო გენიოსობაში

მოზარდმა ეინშტეინს და ჰოკინსს გაუსწრო გენიოსობაში

genioseiნიკოლ ბარი (Nicole Barr) ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიწვიეს სასწავლებლად. ამაში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა მოწვეულის ასაკი – მოზარდი გოგონა 13 წლის არის. ნიკოლი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი IQ ეინშტეინის და სტივენ ჰოკინსის IQ-ზე მეტი აღმოჩნდა.
2 წლის იყო, როცა ისწავლა დათვლა, ხოლო 10 წლისა რთულ ამოცანებს ხსნიდა ალგებრაში. საყვარელი საგნებია – მათემატიკა და თეატრალური ხელოვნება, საყვარელი წიგნია სტივენ ჰოკინსის „დროის მოკლე ისტორია“. თავისუფალ დროს სწავლობს ჩინურს. ამასთან, დაწყებით კლასებში არ უყვარდა სკოლაში სიარული და ხშირად აცდენდა.
გოგონა დედასთან ერთად ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში. მშობლები გაყრილები არიან, დედა 34 წლის არის, მამა-36.
ნიკოლ ბარი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისმა IQ-მ ეინშტეინის და ჰოკინსისას გადააჭარბა. ცნობისთვის: ეინშტეინის და ჰოკინსის IQ = 160, ხოლო ნიკოლის -162. როცა 140-ია, ეს უკვე გენიალობის მაჩვენებელია.
ნიკოლ ბარი თანახმაა ოქსფორდის უნივერსიტეტის მოწვევაზე.

banner
წინა სტატიაშიქურთების საპროტესტო აქცია თურქეთის ქალაქ დიარბაქირში მასობრივ შეტაკებაში გადაიზარდა
შემდეგი სტატია“გაუფასურებული ლარით გაბერილი პარამეტრებით თავის მოწონებას თავი დაანებონ”