სენაკში მცხოვრები 17 წლის ნიკა გადლია, რომელსაც 1 აპრილიდან ეძებდნენ, წუხელ იპოვეს.
ინფორმაციას ადასტურებს მოზარდის მამა. გია გადლიას განცხადებით, მისი შვილი ცოცხალი და უვნებელია.
„წუხელ ვნახეთ, სენაკში ჩამოიყვანეს. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო ღონისძიებებში,“ -ამბობს გია გადლია.















