მოზარდების საქმის განაჩენს სასამართლოში ხმაური მოჰყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებს ხმაური და არეულობა მოჰყვა.

მოკლული დავით სარალიძის მამა განაჩენს აპროტესტებს.

ერთ-ერთი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი ლევან დადუნაშვილთან მიმართებით, მაგრამ გამართლდა დავით სარალიძესთან მიმარტებით, მეორე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით სარალიძესთან მიმართებით, მაგრამ გადაკვალიფიცირდა მუხლი, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი მკვლელობის მცდელობისთვის და არა მკვლელობის მუხლით. აღნიშNულ განაჩენს უკმაყოფილება მოჰყვა სასამართლო დარბაზში, განაჩენს მოკლული არასრულწლოვნების ახლეობლები აპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაში„მე ამ სისტემას დავანგრევ, დამიდექით გვერდით“ – ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი სასამართლოს განაჩენის შემდეგ
შემდეგი სტატია“დაუდგენელია ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა….ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან”- ბრალდებულის ადვოკატი