მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი დააწინაურეს- ზაზა სარალიძის პროტესტი და მხაური სასამართლოში

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ, ხმაური იყო. მანდატურის სამსახურმა ზაზა სარალიძეს შენობა დაატოვებინა.

მიზეზი კი ის გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი პროკურორი იმედა გუგუშვილი კარიერულად დაწინაურდა. ამ ფაქტმა ზაზა სარალიძე გააღიზიანა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის მიუღებელია. ზაზა სარალიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის მოქმედ პროკურორს თორნიკე ნადირაძეს.

„მე არაფრის აღარ მჯერა. იმედა გუგუშვილი ზვიად ფხაკაძესთან ერთად აყალბებდა საქმეს და ახლა გავიგე, რომ ის დააწინაურეს. სად არის საერთოდ მთავარი პროკურორი? მე მივმართე შსს-ს და პროკურატურას შეხვედრის შესახებ, თუმცა მხოლოდ შსს-მ გამოთქვა მზაობა შეხვედრისთვის“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღეს სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე : რუსეთი ოკუპანტია და ხელოვანსაც გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება, პოლიტიკოსზე საუბარიც არ არის
შემდეგი სტატიაზღვარს გადადიხარ… საკმარისია, ზონდერები მოიკითხეთ თქვენთან – ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში