მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე პროკურატურის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოკითხავენ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მორიგ სხდომას 23 ივლისს გამართავს. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, 23 ივლისის სხდომაზე თბილისის პროკურატურის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოკითხავენ.

კერძოდ, საუბარია თბილისის ყოფილ პროკურორ მიხეილ შაყულაშვილზე და მის მოადგილეზე გიორგი გაბოძეზე, ასევე მოქმედ თბილისის პროკურორზე მალხაზ კაპანაძეზე და ასევე მთავარი პროკურორის მოადგილეაზე მამუკა ვასაძეზე. კომისიის სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.

მანამდე კი კომისიის წევრები კვლავ არასრულწლოვნების გამოკითხვას ჩაატარებენ და ასევე გამოკითხავენ იმ პირებს, რომლებიც ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებულ პროფკავშირებში აცხადებენ, რომ „საქნახშირის“ ადმინისტრაცია ​მეშახტეებზე ზეწოლას ახორციელებს
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი – შევქმენით ე.წ. ღამისმქრობელთა ჯგუფები, რომლებიც ხანძარს ღამის განმავლობაშიც აქრობენ