მოზარდების მკვლელობის საქმე – ზაზა სარალიძეს შს სამინისტროში კიდევ ერთხელ გამოკითხავენ

ზაზა სარალიძის გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგრძელდება. მოკლული მოზარდის მამა უწყებას კიდევ ერთხელ მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას შვილის საქმესთან დაკავშირებით.

წინა შეხვედრაზე სარალიძემ გამომძიებლებს კონკრეტული ადამიანების ვინაობა დაუსახელა, ვინც მისი ინფორმაციით, მკვლელობაში მონაწილეობდა ან დამნაშავეებს ხელს აფარებდა.

სარალიძე ძალოვან უწყებაში ადვოკატთან ერთად მივა.

“კითხვებს მე ვსვამ იქით, რომელ კითხვებზეც პასუხი უნდა გამცეს, თორემ მე რაზე უნდა დამკითხონ? რა მაქვს მაგათთან სათქმელი, ველოდები რას მიაღწევენ, მაგრამ ჯერჯერობით ნდობა ვერ დაიმსახურეს.

მოწმეები აღარ არსებობს, ნივთმტკიცებები აღარ არსებობს, ეს გამოძიება აღარ არსებობს. ერთადერთი გამოსავალია, უნდა მოჰკიდონ იმ პირებს ხელი , პროკურორებს, გამომძიებლებს, ექსპერტებს, ვინც გააფუჭა ეს საქმე და ვინც კურირებდა ამ საქმის გაფუჭებას”-აცხადებს ზაზა სარალიძე.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე – ომბუდსმენი შსს-გან გამოძიების დაწყებას ითხოვს
შემდეგი სტატიათუ ეკონომიკურ კრიზისზე ვლაპარაკობთ, ფინანსთა მინისტრი არის პირველი დამნაშავე – ექსპერტები მამუკა ბახტაძისგან კრიზისიდან გამოსვლის გეგმას ელოდებიან