მოზარდების მკვლელობის საქმე – ზაზა სარალიძე ბრძოლის ახალ ეტაპს აანონსებს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე სიმართლის დასადგენად ბრძოლის ხელახლა დაწყებას აანონსებს.

დავით სარალიძის მამა ყველა შესაბამისი უწყებიდან – მათ შორის პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან საგამოძიებო მასალების გამოთხოვას და საქმეში კიდევ უფრო დეტალურად ჩართვას აპირებს.

„თავს ვიკავებდი, მერე კიდევ რომ არ ეძახათ არჩევნების წინ ატეხა ყვირილიო, ჩაიარა ყველაფერმა, იწყება აქტიური ბრძოლა. ყველა დეტალს შევისწავლი რასაც აპირებენ, სამართლებრივ ჩარჩოში ყველა ნაბიჯს გადავდგამ. აქციებიც გაგრძელდება მანამ სანამ არ იქნება ჭეშმარიტება დადგენილი“-ამბობს სარალიძე.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა – თუმცა ვინ მოკლა დავით სარალიძე ისევ უცნობი რჩება. დავით სარალიძისგან განსხვავებით, სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელი დაადგინა და მას პატიმრობა შეუფარდა.
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები თითქმის სამი თვეა რუსთაველის გამზირზე პერმანენტულ საპროტესტო აქციას მართავენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში რადიო ეთერიდან 40-იანი წლების სიმღერა მოხსნეს
შემდეგი სტატიაყალბი პირადობის მოწმობები – კახა ასკურავა, რომელმაც დოკუმენტები იპოვა პროკურატურაშია დაბარებული