მოზარდების მკვლელობის საქმე – შს სამინისტრო მიხეილ კალანდიას დაკავებას არ გამორიცხავს

შსს-ში არ გამორიცხავენ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, მიხეილ კალანდია დააკავონ.

გიორგი გახარაის უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მოთხოვნა უცვლელია და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, ვინც დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმის მტკიცებულებების განადგურებას ხელი შეუწყო.

„გამორიცხული არაფერია. ბატონმა ზაზამ, როგორც დაზარალებულმა მხარემ მიიღო ის ინფორმაცია, რისი გაცემის შესაძლებლობა და რა მოცულობითაც მისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას კანონი გვაძლევდა, სამინისტრო, როგორც კი უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს,“ – განაცხადა გახარიას მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმერია ჯიხურებს აიღებს – “თბილისი არ იქნება ჯიხურების ქალაქი”
შემდეგი სტატია(video) სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარლამენტში საკუთარ თავთან შესახვედრად მივიდა