მოზარდების მკვლელობის საქმე – საგამოძიებო კომისია სავარაუდოდ, მიხეილ კალანდიას გამოჰკითხავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო ჯგუფი დღეს ორ მოზარდს გამოჰკითხავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მიხეილ კალანდიაა, თუმცა კომისიის წევრები ამ თემაზე არ საუბრობენ.

რამდენიმე არასრულწლოვნისგან განმარტებები კანონმდებლებმა მანამდე უკვე მოისმინეს. მათი შეფასებით, გაურკვეველია, თუ რატომ აცხადებდა გამოძიება, რომ მოზარდები მათთან არ თანამშრომლობდნენ.

კომისიის წევრები იმ საგამოძიებო ღონისძიებებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც არ ჩატარებულა.

„როდესაც საგამოძიებო ორგანოები საუბრობენ, რომ მათ საშუალება არ ჰქონდათ ინფორმაციის მიღების, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მათ არაერთი საშუალება ინფორმაციის მიღების მიზანმიმართულად თუ რაღაცის გამო უბრალოდ არ გამოიყენეს. ამიტომ ამ საქმის გამოძიებაში, ვიღაც რომ რამეს არ ამბობს ის კი არ არის პრობლემა, თუ ვინმე არასწორს იძახდა და ასეთი შემთხვევებიც იყო მატ შეეძლოთ კანონიერი გზებით მათ შორის ცრუი ჩვენება კანონიერად ეიძულებინათ, რომ ეს ინფორმაცია მიეღოთ“ -ამბობს ”ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია.

კომისიის წევრი საპარლამენტო უმრავლესობიდან ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ გამოკითხვის ფარგლებში საგამოძიებო კომისიამ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მოისმინა. ოხანაშვილის თქმით, კომისიის მუშაობის ფარგლებში მიღებული ბევრი ინფორმაციის მიუხედავად საქმეში სხვა ვერსია ან ისეთი პირი, რომელიც გამოძიების დროს არ ჩანდა არ გამოკვეთილა.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა პირებისგან მოწმეებისგან, თუმცა რაიმე ისეთი ფაქტი,რომელიც შეცვლიდა ვერსიას რომ გამოიკვეთა ვიღაც კონკრეტული რომელიც აქამდე არ ჩანდა ასეთი ფაქტი არ ჩანდა, თუმცა არის ჩვენებებიო სხვადასხვა მოწმეების მოცემული რომელიც ერთმანეთს არ ემთხვევა“- ამბობს კომისიის წევრი ანრი ოხანაშვილი.

banner
წინა სტატიაშისკანდალური მტკიცებულება – ფოთში პოლიციელის მიერ დაკავებისას მოკლულ მამაკაცს ტყვია თავში აქვს მოხვედრილი
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ უწყებას დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო