მოზარდების მკვლელობის საქმე და სკანდალური კადრები – ზაზა სარალიძე პროკურატურისგან მირზა სუბელიანის დაკავებას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა პროკურატურას მიმართავს და ამავე უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. ზაზა სარალიძის განცხადებით,სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სუბელიანი დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდა.
“მირზა სუბელიანი აბსოლუტურად ჩართული იყო ამ საქმეში, იცოდა ყველაფერი მკვლელბი სად იყვნენ და დამალა დანაშაული. პლიუს ამას აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მიცემულ ჩვენებებს, რა ჩვენებებიც გაჟღერდა სასამართლო პროცესზე ეს ვიდეოკადრები აბსოლიტურ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. მთავარი წინააღმდეგობა ის არის, რომ არავინ არ ადასტურებდა მირზა სუბელიანის იქ ყოფნას. ადასტურებდნენ მხოლოდ იმ მომენტს, როდესაც მირზა სუბელიანი მოვიდა უკვე გასულები იყვნენ ბავშვები მანქანით, მაგრამ სულ სხვა ეპიზოდია აღწერილი, რაც წესით იმ დღესვე უნდა დაეკავებია პროკურატურას და განეხორციელებინა სამართლებრივი დევნა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერ რეაგიორებას არ ახდენენ” აცხადებს ზაზა სარალიძე.
საქმე ეხება სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს, თუ რა ხდება მკვლელობის შემდეგ, სისხლიან გარჩევაში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის სახლთან. კადრები “შაბათის კურიერში” გავიდა და მასში ჩანს, როგორ ყრიან სისხლიან ტანსაცმელს საკანალიზაციო ჭაში. კადრებში ასევე ჩანს ისიც, რომ იმავე ბინაში იმყოფებოდა მაშინ ჯერ კიდევ პროკურატურის თანამშრომელი მირზა სუბელიანი, ასევე ოჯახის მეგობარი პოლიციელი.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი დემოკრატები“ – „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავისუფალი შემოქმედების, ხელოვნებისა და ლიტერატურის წინააღმდეგ სადამსჯელო რეპრესიებს აპირებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა