მოზარდების მკვლელობის საქმე – დ.ღ.-ს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა – ცრუ ჩვენების საქმეზე ბრალდებულ დ.ღ-ს პატიმრობა მიესაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილების, მას სასჯელის სახით, 2 წელი და 3 თვე განესაზღვრა. დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დაკავებულის მამის უკმაყოფილება მოჰყვა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მას ასევე პატიმრობაში გატარებული 6 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება.

დ.ღ. საპატიმროში 1 წელს და 9 თვეს გაატარებს.

დ.ღ. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში დააკავეს. მოგვიანებით ის 5000 ლარიანი გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. არასრულწლოვანს ექვსთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.

banner
წინა სტატიაში„ჯორჯიან მანგანეზი“ – დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, მიიჩნევა უკანონო გაფიცვაში მონაწილედ, კომპანია სასამართლოსა და სამართალდამცველებისთვის მიმართვას იწყებს
შემდეგი სტატია8 თვის ჩვილის მკვლელობა – არასრულწლოვან დედას ბრალს დღეს წარუდგენენ