მოზარდების მკვლელობა და საპროტესტო აქციები – კობახიძეს კითხვა ამერიკელმა დიპლომატმა დაუსვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფება, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტის სპიკერებთან ერთად “ატლანტიკურ საბჭოში “ საჯარო გამოსვლის დროს კითხვა, მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით, საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაუსვეს. კითხვა კობახიძეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ დაუსვა და დაინტერესდა, როგორ აფასებს პროტესტს, კანონის უზენაესობასა და სამართლიანობის აღსრულებაზე.
„ეს პროტესტი არის საზოგადოების და საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარების დემონსტრირება. 2012 წლამდე ჩვენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის კუთხით დრამატული პრობლემები გვქონდა, თუმცა მსგავსი პროტესტების შემდეგ არცერთი პოლიტიკოსი და ოფიციალური პირი არ გადამდგარა.
ამ შემთხვევაში კი გვქონდა პროტესტი დაკავშირებული კრიმინალური საქმის გამოძიებასთან, იმის მიუხედავად რომ არ იყო დამტკიცებული პროკურატურის არასწორი ქმედება დამტკიცებული და მხოლოდ კითხვის ნიშნები არსებობდა გენერალური პროკურორი გადადგა რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საზოგადოების კულტურის თვალსაზრისით წინ წავიწიეთ“ -განაცხადა კობახიძემ

banner
წინა სტატიაშიბათუმს ელექტროენერგია არ მიწოდება
შემდეგი სტატიამთავრობის სხდომის დაწყებამდე ბახტაძე ბრიფინგს გამართავს