მოზარდების ჩხუბი თბილისში – ერთმანეთს 40-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა

ხელჩართული ჩხუბი და მოზარდების დაპირისპირება თბილისის ცენტრში. გვიან ღამით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს 40-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ჩხუბში ძირითადად არასრულწლოვნები მონაწილეობდნენ რომლებიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთ ახალგაზრდას სისხლის კვალიც შენიშნეს.

ადგილზე გამოძახებული იყო პოლიციაც, თუმცა, არსებული ინფორმაციით, დაკავებული ამ დრომდე არავინაა.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ს შენობაში იმიტირებული არჩევნები ტარდება
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა მეხანძრე – მაშველებს – გმირი ხარ, როცა შეგიძლია, ჯანმრთელობა და სიცოცხლე სხვების გადასარჩენად გაიღო