მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ხაზი არ გადაუსვას წარსულ პროგრესს, გაატაროს რეფორმები – მწვანეები ევროპარლამენტში

მწვანეთა პარტია ევროპარლამენტში, რომ წევრმა სახელმწიფოებმა მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთისთვის მკაფიო გზას ევროკავშირში წევრობისკენ.

პარტია მიესალმება კომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის შეთავაზებას, როგორც უკრაინისთვის ისე მოლდოვისთვის.

ევროპარლამენტარმა, მწვანეთა ჯგუფის პრეზიდენტმა, სკა კელერმა განაცხადა, რომ საქართველოსაც აქვს ევროპული ამბიციები და სურთ მასაც დაუჭირონ მხარი. მისი განცხადებით, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, ხაზი არ გადაუსვას ქვეყნის წარსულ პროგრესს და გაატაროს საჭირო რეფორმები.

“მივესალმებით კომისიის მიერ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებასა და გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის შეთავაზებას, როგორც უკრაინისთვის, ასვე მოლდოვისთვის, ზუსტად ისე, როგორც ამას ევროპარლამენტი მოითხოვდა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭოც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ომი რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს არის ევროპული ღირებულებებისა და ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ და ჩვენ,როგორც ევროპული ოჯახი ერთად უნდა ვიდგეთ. საქართველოსაც აქვს ევროპული ამბიციები და გვინდა, რომ მხარი დავუჭიროთ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ხაზი არ გადაუსვას ქვეყნის წარსულ პროგრესს და გაატაროს საჭირო რეფორმები”, – ამბობს მწვანეთა ჯგუფის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ევროპული გზა დაიწყო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს – ევროპარლამენტარი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ძალიან მაინტერესებს, რა წერია ვეტოში, ვერაფერი ეწერება სამართლებრივი, აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება