მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააკეთოს ყველაფერი სააკაშვილის ჯანმრთელობის დასასტაბილურებლად, ლოგიკური იქნებოდა მკურნალობა ევროპულ კლინიკაში – PACE

ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს.

განცხადებაზე ხელმომწერები დამოუკიდებელი ექიმების დასკვნას ეყრდნობიან. გარდა ამისა, ისინი შეშფოთებას გამოხატავენ, რომ არ შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველების მიერ გაცემული რეკომენდაციები.

განცხადებაში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ ესაჭიროება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა და სტრესისგაგან თავისუფალ გარემოში მკურნალობა.

“ამის შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს დემენცია, მრავალი ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი. ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Amnesty International ასევე იზიარებს შეშფოთებებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობა გააკეთოს ყველაფერი მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდეს. გარდა ამისა, ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა მკურნალობა ევროპულ სპეციალიზებულ კლინიკაში, რომელსაც უკვე აქვს მსგავსი შემთხვევების გამოცდილება.
ეს არის უპირველეს ყოვლისა ჰუმანიტარული საზრუნავი.

ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის არასტაბილურობით და ვშიშობთ, რომ საზოგადოებაში ისედაც ღრმა განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შერიგების პროცესი.
თავისუფლების აღკვეთის შედეგად სააკაშვილის მძიმედ დაავადება ან გარდაცვალება შესაძლოა ამ პროცესს დაემუქროს”, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 20 წევრი აწერს.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრების განადგურებაზე – მამუკა მამულაშვილი
შემდეგი სტატიაარა მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს, ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება – რიჟვაძე