მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი – ევროპარლამენტი

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა.

დოკუმენტში ცალკე პუნქტი ეთმობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს:

“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, რათა მან საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა გაიაროს” – ნათქვამია რეზოლუციაში.

banner
წინა სტატიაშიიმით, რომ ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, საქართველოს მოქალაქეების ინტერესს ვიცავთ – ბურჭულაძე
შემდეგი სტატიაუკრაინული მხარის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ კიდევ 58 დამცველის ცხედარი კიევში გადაასვენეს