ლევან ხაბეიშვილი:მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს დაინტერესდნენ მერიის „ყვავილების ბიზნესით“

წლის ბოლოს, თბილისის მერია ძირითადად ყვავილების დარგვით არის დაკავებული და ამ მიმართულებით 3 მილიონ 296 000 ლარის 15 ტენდერი აქვს გამოცხადებული. ამ განცხადებას „ახალი საქართველოს“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი აკეთებს.

თბილისის მერიის ტენდერებიდან ირკვევა , რომ დედაქალაქში წლის ბოლოს მთავარი პრობლემა სოციალური , ეკონომიკური ან ინფრასტრუქტურული კი არა არის არამედ ყვავილებია. 15 – მდე ტენდერია გამოცხადებული ამ მიმართულებით და ჯამში 3 296 000 ლარის . მილიონი ხეს , ბევრი მილიონი ყვავილით შეცვლიან . ამ მიმართულებით ირკვევა ისიც რომ წინა შემთხვევებში გამარჯვებული კომპანიები ტენდერამდე 2 კვირით ადრე დარეგისტრირდნენ და ჯამში 200 000 ლარამდე რირებულების ხელშეკრულება მიიღეს . ტენდერამდე ერთი თვით ადრე შექმნილმა კომპანიამ კი 2 მილიონ 318 774 ლარის 5 ხელშეკრულება . ეს ფაქტები იძლევა ეჭვის საფუძველს რომ ყვავილებს კორუფციის წყაროდაც იყენებენ და გარკვეული მანიპულაციებიც ხდება. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია ერთი თვის კომპანიები მილიონობით ლარის სახელმწიფო შეკვეთას იღებდნენ . ეს ადასტურებს, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში გამოცდილება და მსგავსი მოთხოვნები მითითებული არ არის . ამან დიდი პრობლემები შექმნა თავის დროზე დადიანის ქუჩაზე, სადაც სამუშაოები 8 თვე გაიწელა, იგივე ზაჰესისი ხიდი სადაც 3 წელია სამუშაოები მიმდინარეობს, დოესის ქუჩა , გახოკიძის ქუჩა და ასე შემდეგ .
მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს დაინტერესდნენ მერიის „ყვავილების ბიზნესით“ .

banner
წინა სტატიაშიHRIDC: “პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელს საქართველოს სპეცსამსახურების სახელით ავიწროებენ”
შემდეგი სტატიასამხედრო ბლოგერი იზორიას უწყებას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ამხელს