“მოვუწოდებთ რუსეთს მოახდინოს ამ ჩვენს დაპირებაზე საპასუხო რეაგირება”

სტამბოლში მიმდინარე მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე საუბრით დაიწყო და ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციასა და დევნილების პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე.

“რამდენიმე დღის წინ საქართველოს მშვიდობიანი, უდანაშაულო მოქალაქე სასტიკად მოკლეს სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა. ეს საზარელი შემთხვევა ხაზს უსვამს ჩვენს უმთავრეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას – ერთად აღვკვეთოთ და დავასრულოთ კონფლიქტი. საქართველო ერთგულია და მხარს უჭერს ხუთივე უმთავრეს ვალდებულებას, რომელიც წარმოადგინა გაეროს გენერალურმა მდივანმა. ჩვენ ვიყენებთ ყველა გამაფრთხილებელ მექანიზმს კონფლიქტის აღსაკვეთად და საქართველოს ტერიტორიაზე მათი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ერთგული ვრჩებით ჟენევის დისკუსიის მიმართ და უფრო მეტიც, ხელს ვუწყობთ გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენას.

საქართველო ერთგული რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ და კვლავაც ვიმეორებთ 2010 წელს დადებულ პირობას ძალის ცალმხრივად გამოუყენებლობის შესახებ. მოვუწოდებთ რუსეთს მოახდინოს ამ ჩვენს დაპირებაზე საპასუხო რეაგირება. ამავდროულად, ვაგრძელებთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხარდაჭერას სამართლიანობისა და დაუსჯელობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. ჩვენ კვლავაც ხელს შევუწყობთ გლობალურ უსაფრთხოებას საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილი.

სამიტი ორდღიანია და მის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.

banner
წინა სტატიაში,,სამეგრელოსა და გურიაში პარტიის კანდიდატების გამარჯვება, მომავლისთვის ძალიან დიდი შემობრუნების დასაწყისი იყო”
შემდეგი სტატია“მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მშვიდობიანი საარჩევნო გარემო”