გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მაღალი ტრიბუნიდან რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიებიდან რუსი ჯარების გაყვანასა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოუწოდებენ.
გაეროში მალტის მუდმივი წარმომადგენელი, ფრანჩესკა გატი გმობს რუსეთის განგრძობით ოკუპაციას და აცხადებს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული ჯარების ყოფნა გაეროს წესდებას მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება.
ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას და უწყვეტ უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის, სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში წვრთნების გაგრძელებას, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს და უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით ევროკავშირის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი თავისი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან”, – ამბობს ფრანჩესკა გატი.
ცნობისთვის, გაეროში სკანდალური სხდომა ჩატარდა – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს.
რუსეთმა მაღალი ტრიბუნალიდან აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს დასადანაშაულებლად “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა.
დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია წაიკითხა, რომ თითქოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებდა.