“მოვუწოდებთ ქიბარ ხალვაშს, დაეთანხმოს ჩვენ შუამდგომლობას”

რუსთავი 2-ში დროებითი მამრთველების დანიშვნის შესახებ განჩინებაზე სასამართლოში საჩივარი შევიდა. ტელეკომპანია საქართველოს და ყარამანიშვილების წარმომადგენლები 5 ნოემბრის გადაყვწეტილების გაუმქმებასა და საჩივრის განხილვის დასრულებამდე მისი მოქმედების შეჩერებას ითხოვენ.

იურისტების განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია საბიუჯეტო და სხვა ვალდებულებებს ვერ შეასრულებს და მისი ფუნქციონირება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

„ურთმელიძემ საკონსტიტუციო სასამარტლოს გვერდის ავლით დროებითი მმართველები, ე.წ ცენზორები მოავლინა რუსთავი 2-ში. ჩვენ ვითხოვთ, შეჩერდეს ამ განჩინების მოქმედება იმ ვადით, რა ვადაც სჭირდება გაუქმების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას.

მივმართავთ ქიბარ ხალვაშს, როგორც ფორმალურდ მოსარჩელე მხარეს, ამ საქმეში და მოვუწოდებთ, დაეთანხმოს ჩვენ შუამდგომლობას განჩინების შეჩერების თაობაზე. ბატონო ქიბარ, თუ თქვენთვის რეალურად მნშვნელოვანია ჟურნალოისტების ბედი, მათი ჟურნალისტური საქმიანობის შეუფერხებლობა, ის, რომ რუსთავი 2-მა განაგრძოს თავისი საქმიანობა, რომ შეძლოს საგადასახადო და სხვა ვალდებულებების შესრულება. 15 ნოემბერს დგება ამ ვალდებულებვების შესრულების ბოლო ვადა. ეს ყველაფერი არის თქვენ ხელში, უნდა დაეთანხმოთ და მარტივად გამოვალთ იმ რთული პროცესიდან, რაშიც ვიმყოფებით”, – განაცხადა ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირატომ ზაალ უდუმაშვილი?!- დავით დვალის განმარტება
შემდეგი სტატიარუსთავი 2-ში 15 საათზე საგანგებო განცხადება გაკეთდება