მოვუწოდებთ “ოცნებას” და ოპოზიციას ისევ ჩაერთონ მოლაპარაკებებში – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფიდან, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურებიან და მხარეებს პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში განვითარებული მოვლენების, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების ფონზე, სოციალ-დემოკრატების ჯგუფი დღევანდელ პლენარულ სესიაზე მოუწოდებს “ქართულ ოცნებასა” და ყველა ოპოზიციურ პარტიას, ისევ ჩაერთონ მოლაპარაკებებში და პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციაში აქტიური წვლილი შეიტანონ. ეს არის ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური აქტორის ერთადერთი გზა, თუკი მათ არ სურთ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის სტაბილურობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, – ნათქვამია განცხადებაში.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიკალაძე: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვტოვებ მერის თანამდებობას და პარტიას, სიცრუეა
შემდეგი სტატიაბერა ივანიშვილი: თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, დღესაც პასუხს (ვიდეო) მოვთხოვ