მოვუწოდებთ ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ საზოგადოებას აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ ინფორმაცია

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ტუღუში – მოვუწოდებთ ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ საზოგადოებას აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ ინფორმაცია.
მინდა კიდე ერთხელ შევეხო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს. თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ “ევროპულმა საქართველომ” პარლამენტში დაიბარა მინისტრები, ეს შეეხება რათქმაუნდა შინაგან საქამეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფოსს. არცერთი მათგანი არ გამოცხადდა რათა შეკითხვებს გასცენ პასუხი, რასაც აქვს მარტივი მიზეზი, რომ ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი ამ ძალიან მძიმე ფაქტთან დაკავშირებით. საქმე მივიდა იქამდეც, რომ აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ ეს არის ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცავების ერთობლივი ოპერაცია. რეალურად ჩვენ გვაქვს სურათი, როცა ეს ადამიანი არის თბილისის ცენტრიდან გატაცებული, უკანონოდ გადაყვანილი საქართველოს საზღვარზე რის შემდეგაც ის აღმოჩნდა აზერბაიჯანელი სამართალდამცავების ხელში.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააგებინოს საზოგადოებას, როგორც ადგილობრივს ისე საერთაშორისოს რა მოხდა ამ ფაქტთან მიამრთებით და დააყენოს ყველა პირის მკაცრი პოლიტიკური და სამართლებლივი პასუხისმგებლობის პასუხი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ დანაშაულში.

banner
წინა სტატიაშიფეთჰულაჰ გიულენი ამერიკულ გამოცემა Politico-ში სტატიას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაის, რაც მოხდა არის ზეწოლა, ტერორი, დაშინება და არანაირი კავშირი არ აქვს ამ ადამიანების ნარკოტიკების მოხმარებასთან