მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას არ ითამაშოს პუტინის თამაში – თამარ კეკენაძე მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 9, 2017 15:41

მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას არ ითამაშოს პუტინის თამაში – თამარ კეკენაძე მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე

პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება და უკრაინის ხელისუფლებას მოწოდებს არ ითამაშოს პუტინის თამაში და არ დაუშვას ქვეყანაში ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნა.

,,მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვაფასებთ პრეზიდენტ სააკაშვილის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში, ფაქტია, რომ დღეს მის მიმართ უკრაინაში პოლიტიკური ნიშნით დევნის ყველა ფაქტი გვაქვს”, – ამბობს კეკენაძე.
მისივე განმარტებით უკრაინის ხელისუფების მეტი დაფიქრება მართებს საკუთარი ქმედებებისა დაგადადგმული ნაბიჯების კუთხით: ,,იმედი მინდა დავიტოვო, რომ უკრაინის ხელისუფლება იფიქრებს პირველ რიგში საკუთარი მოსახლეობის მომავალზე, არ გასცდება სამართლებრივ ჩარჩოებს, რადგან ქვეყანას, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს ევროპული მომავალი არ გააჩნია“ .

,,ბუნებრივია, რომ ყველას გვაწუხებს, რაც დღეს უკრაინაში ხდება. საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული უკრაინის დემოკრატიულ განვითარებასთან და ევროპულ პერსპექტივასთან. რა თქმა უნდა ჩვენ ვერ და არ უნდა ჩავერიოთ უკრაინის შიდა საქმეში, თუმცა სწორედ, როგორც გულშემატკივარი და მეგობარი მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას არ ითამაშოს პუტინის თამაში და არ დაუშვას ქვეყანაში ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნა“, – აცხადებს თამარ კეკენაძე.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 9, 2017 15:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,233
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics