მოვუწოდებ, საშინაო დავალება ყველამ უკეთესად მოამზადოს თავის დროზე – დოლიძე ენმ-ს პასუხობს

ჰააგის მიერ 2008 წლის ომის გამოძიებაში მონაწილეობაზე რუსეთის უარს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი

თავდაცვის მინისტრის მოადგილე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ანა დოლიძე ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს პასუხობს.

“უამრავი დრო იყო, რომ რომელიმე წევრს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან შეემოწმებინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი, სადაც განთავსებულია ჩემი ბიოგრაფია და თუ აგვისტოს ომთან რაიმე კითხვები ჰქონდათ დასასმელი, 10 თვე იყო ამისთვის სავსებით საკმარისი. გარდა ამისა, უფრო უპრიანი იქნებოდა, ეს დაესვათ თავდაცვის მინისტრის მოადგილისათვის, ვიდრე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისათვის. ამიტომ, მოვუწოდებ, საშინაო დავალება ყველამ უკეთესად მოამზადოს თავის დროზე ” – აღნიშნა დოლიძემ.

ენმ-ის ინფორმაციით, დოლიძე 2008 წლის ომის შემდეგ სამართლებრივ საკითხებზე ორგანიზაცია ”რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან” თანამშრომლობდა.

 

 

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე: ელისო ჩაფიძე ცდილობს ამ პროცესებით თავისი პოლიტიკური დივიდენდები დაიგროვოს
შემდეგი სტატიაკახა კოჟორიძე ტყიბულში მაღაროელებს ხვდება