“მოვუწოდებ სასამართლოს ნუ გახდება დამკვეთის შემსრულებელი”- გვარამიას და რუსთავი2-ის ერთობლივი განცხადება

რუსთავი 2 უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ წარმოებაში მიიღოს სამაუწყებლო კომპანიის მიერ შეტანილი სარჩელი.

ამის შესხებ განცხადება რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის თანამშრომლებთან ერთად საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და სარჩელის წარმოებაში მიღების კრიტერიუმები განმარტა.

“ჩვენ დღეს რუსთავი2-ის კოლექტივი, ერთიანი გუნდი, რომელშიც ბზარის შეტანა ვერ მოხერხდა და ვერც მოხერხდება, შევიკრიბეთ, რათა მივმართოთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

“ფოსტის მეშვეობით საკასაციო საჩივარი შევიტანეთ უზენაეს სასამართლოში სრული რწმენით, რომ პირველი 2 ინსტანციის გადაწყვეტილბა არის უკანონო და არაფერი საერთო არ აქვს სამართლიანობასთან.  წინა ორი გადაწყვეტილება უპრეცედენტოა.

“შეტანილი სარჩელი აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის ყველა კრიტერიუმს. მოვუწოდებ სასამართლოს, ნუ გახდება დამკვეთის შემსრულებელი და გადაარჩინოს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ყველაზე მთავარი, გადაარჩინოს მართლმსაჯულების რეპუტაცია, რომელიც წინა ორმა ინსტანციამ რუსთავი2-ის საქმის ფარგლებში მიწასთან გაასწორა,”- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა.

ბრიფინგი სამაუწყებლო კომპანიის ცენტრალური შენობის ეზოში თანამშრომლებთან ერთად გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიმცხეთა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას დაუბრუნდა
შემდეგი სტატია(video) მოსკოვში ქართველი “კანონიერი ქურდი” ლევან ფერაძე დააკავეს