მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, ასევე გაათავისუფლოს გიორგი რურუა

საპარლამენტო არჩევნების წინ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

„მიუხედავად დაბრკოლებებისა და სირთულეებისა, საქართველო ინარჩუნებს ევროატლანტიკურ გეზს, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. საპარლამენტო არჩევნების წინ მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება. ასევე მოგიწოდებთ, გაათავისუფლოთ გიორგი რურუა და ამით შეასრულოთ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ოპოზიციის ყველა ლიდერთან შეთანხმებით იყო მიღებული“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადება
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 35-ის მდგომარეობა მძიმე, ხუთის კი კრიტიკულია – ეზუგბაია