მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ერის ნება, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს – შიმონიტე

ლიეტუვის პრემიერმინისტრი, ინგრიდა შიმონიტე საქართველოს მოსახლეობას დამოუკდიებლობის დღეს ულოცავს. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღასრულოს ქართველი ერის ნება, რომელმაც აირიჩია ქვეყნისთვის ევროპული მომავალი.

“საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს თავისი ერის ნება და დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს, როგორც ეს არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციაში”, – წერს ის სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაში26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
შემდეგი სტატიავუსურვებ მამაც ქართველ ხალხს სიძლიერეს ყველა დაბრკოლების გადასალახად, გაუმარჯოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს! – ფოტიგა