12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

“მოვუწოდებ პატიმრებს, ამოიღონ ხმა, სიჩუმე კლავს”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ის მე-6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგებს გაუპატირებაში ადანაშაულებს.

„გიორგი დავითაძის გარშემო 10 ბადრაგის ყოფნა, არასდროს ხდება მსგავს სიტუაციაში და აქაური წესების უხეში დარღვევაა. ერთადერთი მიზანი მხოლოდ კამერებისგან უკანონობის ფაქტის დამალვა შეიძლება ყოფილიყო, ვამბობ ამას როგორც 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე ტყვე.

მოვუწოდებ სხვა პატიმრებსაც ამოიღონ ხმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენივე უსაფრთხოებისთვის, იცოდეთ, რომ სიჩუმე კლავს. ასევე ამოიღეთ ხმა სრულიად უაზრო შეზღუდვებზე და განსაკუთრებით ბოლო დროს მკვეთრად გაუარესებაზე.

გიორგი დავითაძის მშობლები ჯიუტად აგრძელებენ ჩემ დროინდელ „ციხის კადრებზე” საუბარს, რითაც, სინამდვილეში ეჭვქვეშ აყენებენ თავისი შვილის ისტორიასაც. მას შემდეგ, რაც “ციხის კადრების” დადგმა აღიარეს ელიზბარაშვილმა და ბედუკაძემაც, ამ დიდი სიყალბის ჩემი ხელისუფლებისთვის დაბრალება ერთ რამეზე მეტყველებს, რომ მეცოცხეობა რელიგიაა და რელიგიას ფაქტები არ სჭირდება.

მეორეს მხრივ გასაგებია თუ რა აქვთ მოტივაცია – ჩემ დროს გიორგი დავითაძის მამა, ავთო დავითაძე, კორუფციისთვის იყო გასამართლებული და თუ კარგად დაუკვირდებით, ყველა მოქმედ, თუ ყოფილ „ქოცს“ აქვს პირადი მოტივაცია ჩვენზე ტყუილის ლაპარაკის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ სადაც ისინი მართლები არიან, არ დავუდგეთ გვერდით და არ დავუჭიროთ მხარი”, – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში წყალდიდობას 102 წლის ქალი ემსხვერპლა- მადრიგერაში 90-მდე ადამიანი გადაარჩინეს
შემდეგი სტატიაუკრაინამ 10 კვ.კმ-ზე მეტ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა