პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია მთავრობას მოუწოდებს, რომ უსაფრთხოების საბჭო მოიწვიოს და ქვეყნის ინტერესები დაიცვას.
მისი თქმით, არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით, რუსეთთან საზღვრები დროებით უნდა ჩაიკეტოს.
“მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.
საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან.
მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო,” – აცხადებს გახარია.