“მოვუწოდებ ყველას ადროვონ უნივერსიტეტს ჩაატაროს პროცესი,”-სანიკიძე თსუ-ს პროცესებზე საუბრობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს განათლების მინისტრმა. თამარ სანიკიძის თქმით, აუცილებელია პროცედურები კანონის სრული დაცვით წარიმართოს.

„მხარეს ვინც, არ ვიცი რა მიზეზით დააპიროს ამ პროცესში ჩარევა, პირდაპირ  მოვუწოდებ, რომ ადროვონ უნივერსიტეტს ჩაატაროს ეს პროცესი. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების პროცესს ვგულისხმობ, რომელიც არის უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ თავი უნდა შეიკავოს ამ პროცესებში ზედმეტი ჩართულობისგან,“-განაცხადა თამარ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაში“მიუღებელია ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება საქმის მიმართ,” -ალასანია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე
შემდეგი სტატიაექსკლუზიური კადრები-ტექნიკური უნივერსიტეტის მაძღარი „გენერალი“ და მოშიმშილე „ჯარისკაცები“