,,მოვუწოდებ ხელისუფლებას გაითვალისწინოს ევროსაბჭოს რეკომენდაცია, რათა არ შეილახოს სასამართლო სისტემის იმიჯი”

“მოსამართლეობის შერჩევის პროცესმა  ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები გააჩნია, არა მარტო ქვეყნის შიგნით , არამედ ქვეყნის გარეთაც.  არაერთი მოწოდება იყო ხელისუფლებისადმი,რომ ეს პროცესი უფრო გამჭვირვალე ,უფრო ღია, უფრო  სამართლებრივ ჩარჩოებში ჩამჯდარი ყოფილიყო კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, რომ კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო. ეს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და  რეალურად იმ განხილვის პროცესში რასაც ვხედავთ, ყველა სექტორის მხრიდან მკვეთრი შეფასებებია სასამართლო სისტემის,“ – აცხადებს „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია “თაიმერთან” საუბარში.

“დღეს მოვისმინეთ ევროპის საბჭოსგან  რეკომენდაცია,რომ შეჩერდეს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა, ყველა კანდიდატი არ დაინიშნოს და გადაიდოს 2020 წლის არჩევნებამდე. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას გაითვალისწინოს ეს რეკომენდაცია,რომ არ შეილახოს სასამართლო სისტემის იმიჯი.  მინდა ხაზი გავუსვა ,რომ ეს იმიჯი შელახულია და თუ ხელისუფლებამ არ  გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები  ,ამას მოყვება მკვეთრი შეფასებები და ქვეყნის იმიჯი იქნება შელახული ,რაც ქვეყანას სერიოზულად დააზიანებს”-აცხადებს პაატა დავითაია

banner
წინა სტატიაში“ჩემს მოთმინებას ნუ ამოწმებთ… თქვენნაირი გოგლი-მოგლიჭამია ბიჭები” – დაპირისპირება ბესელიასა და ოხანაშვილს შორის
შემდეგი სტატიაღია წერილი ბიძინა ივანიშვილს!