მოვუწოდებ ხელისუფლებას, გააუქმოს გენოციდური გადაწყვეტილება

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მთავრობას ტრანსპორტზე დაწესებული რეგულაციების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ნათელაშვილი Facebook-ზე წერს, რომ ტაქსებმა მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვით ისარგებლეს და საფასური გააორმაგეს. ამასთან, ნათელაშვილის თქმით, ვირუსი ტაქსებში უფრო ადვილად ვრცელდება.

“ტაქსებმა ისარგებლეს მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვით და გააორმაგეს საფასური. მოვუწოდებ ხელისუფლებას სასწრაფოდ გააუქმოს ეს გენოციდური გადაწყვეტილება. დიდი ფილოსოფია არ სჭირდება იმის ახსნას, რომ ტაქსებში უფრო იოლად გადაედება ვირუსი ადამიანებს ვიდრე უზარმაზარ ავტობუსში. დაანებეთ თავი თქვენი ტაქსო–კომპანიების გამდიდრებაზე ფიქრს ხალხის უბედურების ხარჯზე”,-წერს შალვა ნათელაშვილი.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

banner
წინა სტატიაშიახალქალაქში მდებარე სარიტუალო დარბაზი დალუქეს
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძის სახლი გაქურდეს