ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე და მას მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა უტარდება.
მარიამ ჯიშკარიანი, ექსპერტიზაში უცხოელი სპეციალისტების ჩართვასაც ითხოვს.
„მინდა მივმართო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს დროულად მოგვაწოდოს უცხოელი ექსპერტის ლიცენზიის აღიარების პროცედურა და ხელოვნურად ნუ აჭიანურებს პროცესს. არ გამოვრიცხავთ სხვა საერთაშორისო ექსპერტის მოწვევასაც, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენს მიერ შესწავლილი დოკუმენტაციით, მიმდინარეობს მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. შესაბამისად, ვეცდებით დასკვნა იყოს რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა მოცულობითია დოკუმენტაცია და არგუმენტაციისთვის გვჭირდება სხვადასხვა ექსპერტ სპეციალისტის დასკვნები“, – აცხადებს „ემპათიას“ ხელმძღვანელი.