“მოვუწოდებ ევროპარლამენტარებს, ლენინურ-სტალინური თვისებების მქონე დეზინფორმატორებს არ აყვნენ“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, ღრმად ჩაიხედონ პროცესებში და მართლაც ლენინურ-სტალინური თვისებების მქონე დეზინფორმატორებს არ აყვნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, “ქართული ოცნების“ ზოგიერთი, არცთუ ნორჩი ლენინელი თუ სტალინელის განცხადებები, მათ სხვადასხვა ოფიციალურ შეხვედრებზე წინ ხვდებათ.

“ზოგი ნორჩებს გვიწოდებს, ზოგი ხანშიშესულებს. არ ვიცი ლენინელები და სტალინელები ასეთები ჩვენთან არ მეგულება. გეოპოლიტიკური მდგომარეობა საქართველოსთვის არის საგანგებო მნიშვნელობის, სატრანზიტო და საპორტო სისტემების განვითარებისთვის და ა.შ თუმცა მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ნეგატიური ყურადღებაც ამ მიმართულებით გაცილებით მეტია. ე.წ. რბილი ძალა გააქტიურდა, საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ევროპარლამენტარები იყვნენ მობილიზებული. ღრმად ჩაიხედონ პროცესებში და მართლაც ლენინურ-სტალინური თვისებების მქონე დეზინფორმატორებს არ აყვნენ. გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კონტურები უკვე გამოიკვეთა და ახლა საგანგებო ბრძოლის პერიოდში ვართ“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში 3 მცირე პრობლემას ხედავს: 1. ეს არის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც შექმნილია რეგიონში და ზოგადად ევროპაში. 2. ეს არის ყოფილი ხელისუფლების – სააკაშვილის გუნდიოს ერთი ნაწილის მცდელობა, ევროპარლამენტში, კერძოდ „სახალსო პარტიის“ ერთ ნაწილთან ჰქონდეს იმ ტიპის შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიებას საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებს და მე-3 ეს არის „ქართული ოცნების“ ზოგიერთი, არცთუ ნორჩი ლენინელი თუ სტალინელის განცხადებები, რომელიც მათ სხვადასხვა ოფიციალურ შეხვედრებზე წინ ხვდებათ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაცია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო
შემდეგი სტატიავაშინგტონმა მოსკოვს ავღანეთში სიტუაციის დარეგულირებაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა