მოვუწოდებ ევროკავშირისა და G7-ის ყველა ქვეყანას, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა – მათ უფლება უნდა ჩამოერთვათ საზღვრების გადაკვეთაზე, ვიდრე არ ისწავლიან პატივისცემას – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ უკრაინის დიპლომატიის ხელმძღვანელმა Twitter-ზე განაცხადა.

„მოვუწოდებ ევროკავშირისა და G7-ის ყველა ქვეყანას, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა. პრეზიდენტი ზელენსკი სავსებით მართებულად მოითხოვს ამას დაჟინებით. რუსები, ძირითადად, მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ ომს. მათ უფლება უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთაზე, ვიდრე არ ისწავლიან პატივისცემას“ , – განაცხადა კულებამ.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 2022 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა