მოვუწოდებ ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს „ქართული ოცნებიდან“, გაემიჯნონ ამ ძალადობას – მარგველაშვილი

მოვუწოდებ ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს „ქართული ოცნებიდან“, გაემიჯნონ ამ ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინ განაცხადა.

„მინდა მოვუწოდო ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს „ქართული ოცნებიდან“, გაემიჯნონ ამ ძალადობას, გაემიჯნონ ქართველი ახალგაზრდების, პატრიოტების ქუჩაში დევნას, სროლას და გამოყენებას ისეთი იარაღის, რის შედეგადაც დღეს ასობით ადამიანი არის დაზარალებული. გამოვხატავ ჩემს დარდს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაზარალებულია. მე არ ვაყენებ პოლიტიკურ მოთხოვნებს. მიმაჩნია, რომ დღეს მთავარია იმ ღირებულების დაცვა, რომ საქართველო რუსეთს არ მიიღებს, საქართველო არ შეეგუება რუსეთის ოკუპაციას, ქართული საზოგადოება არ შეეგუება რუსეთის დადგმულ სცენარებს პარლამენტში“,- აღნიშნა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(Video) ვინ არის სპეცრაზმელი, რომელიც გუშინ აქციაზე იცინოდა და ჟურნალისტებს მიზანში იღებდა
შემდეგი სტატიარესპუბლიკური პარტია პარლამენტის წინ ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციაზე პასუხისმგებლობას “ქართული ოცნებას” აკისრებს