“მოვუწოდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გააგრძელოს მჭიდრო დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან”

დღევანდელ შეხვედრაზე მოვუწოდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გააგრძელოს მჭიდრო დიალოგი ოპოზიციასადა სამოქალაქო საზოგადოებასთან, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, შეხვედრაზე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.

„პატივს ვცემ საქართველოს რეფორმირების ამბიციურ პროგრამას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მიმართულია საქართველოსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის სარგებლისკენ. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ამ პროცესში. მადლობას ვუხდი ასევე საქართველოს, რადგან ის არის ძლიერი პარტნიორი აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ველოდები ამ თანამშრომლობის საერთო მიზნების დასახვას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, მომავალი წლის ნოემბერში”, – განაცხადა ტუსკმა.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში წვლილისთვის, ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნების მიღწევის დახმარებისთვის.

დონალდ ტუსკმა რუსეთსა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს, აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

„ევროკავშირისთვის მკაფიოა, რომ ეს შეთანხმება არღვევს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ურყევობის პრინციპებს. მას არ აქვს ლეგალური სტატუსი ევროკავშირისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არხებით. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ტუსკმა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: შეაჩერეთ დოლარის გალარების უაზრო პროგრამა, რომელმაც ხალხი დააფეთა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: გავაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს