მოვლენები, რაც ხდება მამუკას და ბადრის გარშემო, ხელს უშლის ანაკლიის პორტის პროექტს – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი

მამუკა ხაზარაძემ და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტის განცხადებას უპასუხეს, სადაც მამუკა ბახტაძემ თიბისის საქმესა და ანაკლიის პორტზე ისაუბრა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი როგორც ხელისუფლების, ისე კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება.

ახვლედიანი ასევე, გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის განცხადებასაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საერთაშორისო ინვესტორებთან ანაკლიის პორტზე მოლაპარაკებების დროს ფინანსური საკითხის დახურვისთვის 8 მთავარ პუნქტზეა მოლაპარაკებები.

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ფინანსური საკითხის დასახურად საჭიროა, საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ რვა პუნქტიანი სია დროულად შესრულდეს.

აღნიშნული პუნქტებიდან კი ხელისუფლებისთვის პრინციპულია საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ტვირთბრუნვის გარანტიების მოთხოვნა.

ახვლედიანის თქმით, ეს პირობები ახლა შეცვლილია, რადგან საერთაშორისო ინვესტორებმა ამჯერად სხვა პირობების წარმოდგინეს. ის იმედოვნებს, რომ კომპრომისული ვარიანტის მოძებნა შესაძლებელი იქნება.

„ის, რაც ბანკებმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა წინა კვირას გამოაგზავნეს, იყო ცოტა შეცვლილი – ნაკლებად არის გარანტიის ფორმა და არის უფრო ფინანსური ვალდებულებების ოფცია, უფლება, რომელიც ექნება მთავრობას. გარკვეულწილად კომპრომისული პირობებია მათი მხრიდან,“ – ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ გაკეთებული მწვავე განცხადებები და დაწყებული გამოძიება, შეიძლება ჩაითვალოს ანაკლიის პორტის მიმართ ხელისშემშლელ ფაქტორად.

„ის მოვლენები, რაც ხდება ბატონი მამუკას და ბადრის გარშემო და პროკურატურის საქმე, ეს არის, რაც უშლის ხელს ჩვენს პროექტს და ჩვენ ყოველთვის ამას ვუსვამთ ხოლმე ხაზს, რომ ეს გვიშლის ჩვენ როგორც კონსორციუმს, რომელიც უკვე ოთხი წელია ჩართულია ამ პროექტში და ასევე დიდი წვლილი მიგვიძღვის ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ამ პროექტის აქამდე მოყვანაში. ეს არის პროექტი, რომელიც ხორციელდება კერძო და საჯარო პარტნიორობის შედეგად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მიზანშეწონილი და უპრიანი სტრუქტურა,“ – ამბობს ახვლედიანი.

პრემიერ-მინისტრმა “თიბისი ბანკის” საქმეზე და ანაკლიის პორტის შესახებ გუშინ ისაუბრა. მამუკა ბახტაძის თქმით, ბანკის ირგვლივ „პრობლემა ამოწურულია.“ რაც შეეხება ანაკლიის პორტს, პრემიერის თქმით, მთავრობა იყო სწორედ პროექტის ინიციატორი და მისი მტკიცებით, საქართველოს ღრმაწლოვანი პორტი აუცილებლად ექნება.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით დადგენილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი ვარაუდობს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულების ვადები დაირღვევა