11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

“მოვითხოვთ”- საქართველოს ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირი განათლების სამინისტროს მიმართავს

საქართველოს ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართავს.

„2026 წლის 20 თებერვალს, მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებით განისაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის კრედიტების რაოდენობა. ახალი ბრძანების თანახმად, ფსიქოლოგია არ არის იმ სპეციალობათა ჩამონათვალში, რომელთა სწავლებისთვის 240-კრედიტიანი საბაკალავრო და 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამებია განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ფსიქოლოგს დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობის კომპეტენტურად განსახორციელებლად სჭირდება მინიმუმ 5 ან 6 წლიანი უმაღლესი განათლება (360 ECTS).

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ცვლილებები უნდა განხორციელდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, არგუმენტირებული და ინკლუზიური განხილვის საფუძველზე და მოვითხოვთ:

სამინისტროს მხრიდან შესაბამისი არგუმენტებისა და დოკუმენტების გასაჯაროებას;

გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სფეროს ექსპერტებისა და პროფესიონალების ჩართვას“, – ნათქვამია საქართველოს ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისანიტარი, რომელმაც კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა, დააკავეს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის ელჩი: მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, არავინ სთხოვს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას